წესები და პირობები

ყველაფერი ფასდაკლებით

ALIBI.GE

  • ALIBI.GE არის ფასდაკლებების ონლაინ პლატფორმა, სადაც ყველა წარმოდგენილი პროდუქტი იყიდება ფასდაკლებით, მათ შორის ისეთი პროდუქტი, რომელიც ბესთსელერია.
  • პოსტის გამოქვეყნება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს და უცხოეთის ინტერნეტმაღაზიას იმ შემთხვევაში, თუ პოსტი იქნება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
  •  პოსტში უნდა იყოს მითითებული ძველი და ახალი გასაყიდი ფასი. ახალი ფასი აუცილებლად უნდა იყოს ძველზე ნაკლები. დამატებით შეიძლება მითითებული იყოს კუპონის კოდი და ამ აქციის მოქმედების ვადა.
  • ფასდაკლების სპეციალურ ფორმას ავსებს თვითონ განმცხადებელი. ეს ფორმა ხელმისაწვდომი გახდება მისთვის მას შემდეგ, რაც ის შეიძენს ერთ-ერთ საპოსტო პაკეტს.
  •  ALIBI.GE მიესალმება ყოველ ახალ რეგისტრაციას და გაცნობებთ, რომ რეგისტრაციის გარეშე პოსტის გამოქვეყნება შეუძლებელია.
  • ALIBI.GE არ აწესებს გასაყიდად გამოტანილ პროდუქტებზე კონტროლს, რადგან მოკლებულია ამის შესაზლებლობას, მაგრამ არ გამოიტანს გასაყიდად ისეთ პროდუქტს, რომელიც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანანმდებლობით.
  • ALIBI.GE – ს უფლება აქვს გადახედოს ყოველ ახალ დამატებულ პოსტს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაქვეუნოს ის.
  • ALIBI.GE იხსნის პასუხისმგებლობას გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის ხარისხზე, მდგომარეობაზე და ვარგისიანობაზე, რადგან მოკლებულია ამ შესაძლებლობას.
  • ALIBI.GE არ გამოაქვეყნებს ისეთ პოსტს, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს მიერ დეკლარირებულ ზნეობრივ პრინციპს, რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ სიტყვებს.
  • ALIBI.GE არ ერევა მყიდველს და გამყიდველს შორის მოლაპარაკებებში და სადავო საკითხების მოგვარებაში.
  • ALIBI.GE რეგისტრირებულ მომხმარებელს მოთხოვნის შემთხვევაში ფულს დაუბრუნებს სრულად ან ნაწილობრივ, თუ ნაყიდი საპოსტო პაკეტის გამოყენება ვერ მოხერხდა სრულად ან ნაწილობრივ ჩვენზე დამოკიდებული მიზეზის გამო, მაგ. საიტის პროგრამული პრობლემის გამო.
  • რეგისტრირებულ მომხმარებელს საიტზე აქტიურობისთვის დაერიცხება წამახალისებელი ქულები, რომლებით მას შეეძლება იყიდოს მულტიმარკეტში წარმოდგენილი პროდუქტი. საიტზე მოქმედებს ქულების გადაცვლის შემდეგი კურსი: 1 ქულა – 1 თეთრი. ნაღდი ფული არ გაიცემა.
  • ALIBI.GE თავის საქმიანობაში ეფუძნება კეთილსინდისიერების და ზნეობრივ პრინციპებს  და იგივეს ელოდება მომხმარებლებისგანაც.
  • ყველა სადავო საკითხი ALIBI.GE, მომწოდებელს და მომხმარებელს შორის განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ფასდაკლების პოსტის გამოქვეყნება რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად საკუთარი მართვის პანელიდან.
  • ფასდაკლების პოსტის გამოქვეყნება და რედაქტირება შესაძლებელია მომხმარებლის ჩამოსაშლელი მენიუდან, რომელსაც ნახავთ გვერდის ზემო ნაწილში (მომხმარებლის სახელი – პოსტის დამატება/პოსტის რედაქტირება).
  • ფასდაკლების პოსტების გამოქვეყნებისთვის მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ერთ-ერთი საპოსტო პაკეტი.

ფასდაკლების პოსტები

  • ფასდაკლების პოსტების გამოქვეყნება შეიძლება ძლიერ მარკეტინგულ ინსტრუმენტად იქცეს  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული ონლაინ და ოფლაინ მარკეტების ხელში. მათ მიეცემათ შესაძლებლობა  აჩვენონ და აღწერონ მათი პროდუქცია და ამით მომხმარებელს საკუთარი მარკეტების რეკლამა გაუწიონ.
  • ფასდაკლების პოსტების გამოქვეყნებით ჩვენს საიტზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა დამატებითი შესაძლებლობა უკეთ წარადგინოს საკუთარი პროდუქტი, მიიზიდოს მომხმარებლის ყურადღება და ამით გაზარდოს გაყიდვების რაოდენობა.
  • ფასდაკლების პოსტი შესაძლებლობას იძლევა აიტვირთოს ერთი სურათი, მიეთითოს ძველი და ახალი ფასი, კუპონის კოდი, განისაზღვროს აქციის ბოლო ვადა და მარკეტის ადგილდებარეობა რუკაზე.

ანგარიშსწორება

  • ანგარიშსწორება ALIBI.GE-ს და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის მიმდინარეობს უნაღდო ანგარიშსწორებით
  • ფულის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში
  • ALIBI.GE სთავაზობს ანგარიშსწორების 3 ფორმას:
  • საბანკო გადარიცხვა
  • მომენტალური გადახდის სერვისი UniPay, რომელიც  საშუალებას იძლევა ანგარიშსწორება განხორციელდეს საკრედიტო ბაარათების გამოყენებით (Visa, Master Card), რაც ძალიან ამარტივებს გადახდის პროცესს.
  • – ანგარიშსწორება ქულებით. ქულები ავტომატურად ერიცხება და უგროვდება ჩვენს საიტზე რეგისტრირებულ მომხმარებელს საიტზე აქტიურობის შედეგად. ქულებით მომხმარებელს შეუძლია იყიდოს დამატებითი საპოსტო პაკეტი. 1(ერთი) ქულა – 1(ერთი) თეთრი. ერთი 5 ლარიანი საპოსტო პაკეტის საყიდნელად საჭირო იქნება 500 ქულა. როდესაც მომხმარებელი შეაგროვებს საკმარისი რაოდენობის ქულას, მას პროგრამა თვითონ შესთავაზებს გადახდას ქულებით (გამოჩნდება გადახდის ღილაკი) ანგარიშსწორების გვერდზე.
  • წარმატებული ანგარიშსწორების შემდეგ მყიდველი მიიღებს დასტურის ელექტრონულ წერილს.

მიწოდება

  • მულტიმარკეტი გამოქვეყნებულ პროდუქციის მიწოდებას  არ ახორციელებს. მიწოდების საკითხების თაობაზე მიმართეთ იმ ინტერნეტმაღაზიას, რომელმაც გამოაქვეყნა პოსტი.

გარანტია

საიტის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს ჩვენთან დარეგისტრირებული ყოველი მომხმარებლის წინაშე, რომ ყველა ტრანზაქცია, რომელიც განხორციელდება ჩვენს საიტზე, სათანადოდ დაცული იქნება  და ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც წარმოიქმნება თანამშრომლობის შედეგად, გადახდილი იქნება სრულად და დროულად.

ALIBI.GE
ახალი რეგისტრაცია
წარმატებას გისურვებთ!
პაროლის შეცვლა