კითხვა-პასუხები | მინდა გაგიცნო!

  • 1. რა არის ALIBI.GE?

ALIBI.GE არის გაცნობის და ურთიერთობების ონლაინ სივრცე, სადაც ერთანეთს ხვდებიან ადამიანები განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, რელიგიისა და საცხოვრებელი ადგილისა. მათ აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ – ურთიერთობის სურვილი.

  • 2. ვის შეუძლია დარეგისტრირდეს?

დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელმაც მიაღწია 18  წელს და ეთანხმება ჩვენს წესებს და პირობებს. 

  • 3. რეგისტრაცია ფასიანია?

არა, რეგისტრაცია ჩვენს საიტზე უფასოა.

  • 4. როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაცია ჩვენს საიტზე ძალიან მარტივია. ზემოთ მდებარე მენიუში  დააწკაპეთ ღილაკზე რეგისტრაცია, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი და გამოგვიგზავნეთ შევსებული ფორმა. რეგისტრაციის დასასრულებლად დაადასტურეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

  • 5. როგორ დავადასტურო ჩემი Email მისამართი?

წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ თქვენს მისამართზე გამოიგზავნება დასტურის შეტყობინება ბმულით.

თქვენ უნდა დააწკაპოთ ბმულზე https://alibi.ge/register?activate=…
 
ამ მოქმედების შემდეგ თქვენ გადამისამართებული იქნებით თქვენს პროფილში, სადაც პირველ რიგში უნდა ატვირთოთ თქვენი სურათი და შეავსოთ დარჩენილი ველები.
 
  • 6. დავრეგისტრირდი, დავადასტურე Email მისამართი, მაგრამ ჩემი პროფილი მაინც არ გამოჩნდა მთავარ გვერდზე, რა ვქნა?

შედით თქვენს პროფილში და შეავსეთ სავალდებულო ველები: ქვეყანა და ქალაქი, შეინახეთ ცვლილებები. მხოლოდ ამის შემდეგ თქვენი პროფილი გამოჩნდება მთავარ გვერდზე.

  • 7. რა მომსახურებას სთავაზობს ALIBI.GE მომხმარებელს?

მომხმარებელს ჩვენ ვთავაზობთ ურთიერთობის შესაძლებლობას ადამიანებთან, რომლებსაც ჯერ არ იცნობს, მაგრამ შეუძლია გაიცნოს. 

  • 8. საიტის შესაძლებლობეთ სარგევლობა უფასოა?

საიტით სარგებლობა უფასოა რეგისტრაციიდან პირველი 3 თვე. ჩვენ ვთავაზობთ ახლად დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეაფასოს საიტის ვიზუალური და პროგრამული მხარე, გაერკვეს დეტალებში. თუ ის ამის შემდეგ გადაწყვეტს, რომ დარჩს ჩვენთან და გააგრძელოს ურთიერთობები აქ მყოფ ადამიანებთან, მხოლოდ ამის შემდეგ მან უნდა შეიძინოს ერთ-ერთი ფასიანი პაკეტი. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს 6 ან 10 ლარის პაკეტიდან ერთ-ერთი, რომელიც მისთვის ყველაზე მისაღებია. მეტი ინფორმაცისთვის ეწვიეთ გვერდს წესები და პირობები.

  • 9. ურთიერთობის რა ინსტრუმენტებს სთავაზობთ მომხმარებელს?

სისტემაში შესვლის შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ატვირთოს საკუთარი სურათები, გაუგზავნოს და მიიღოს ვირტუალური საჩუქრები, მისთვის საინტერესო ადამიანები ფავორიტებად მონიშნოს, გაუგზავნოს და მიიღოს მესიჯები და დაიწყოს მათთან პირდაპირი ჩათი ნებისმიერ ენაზე.

  • 10. რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი უფასო ტარიფისთვის?

როგორც უკვე ითქვა, უფასო ტარიფი მოქმედებს რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში და  ამ პერიოდში მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს 100 მესიჯი, 1 საჩუქარი და ასევე ატვირთოს დამატებით 1 სურათი.   ჩათი გათიშულია.

  • 11. აუცილებელია თუ არა პროფილში ავტვირთო ჩემი სურათი და მიუთითო ჩემი გვარი და სახელი?

არა, ეს არ არის აუცილებელი, მაგრამ სურათის გარეშე კომუნიკაციის დაწყება უცნობ ადამიანებს შორის უფრო რთულია. სურათი ამარტივებს არჩევანს.  თუ სურათი არ იქნება ატვირთული, მის ადგილს დაიკავებს სხვა სურათი, რომელიც ჩვენს მიერ წინასწარ არის შერჩეული. 

გვარის და სახელის მითითებაც არ არის აუცილებელი. პროფილში გამოჩნდება მხოლოდ მომხმარებლის სახელი, რომლითაც თქვენ დარეგისტრირდებით ჩვენს საიტზე. 

  • 12. ფასიანი ტარიფის ვადის ამოწურვის შემდეგ რა მოხდება?

ასეთი მომხმარებელი ავტომატურად გადაყვანილი იქნება უფასო ტარიფზე.

  • 13. შემიძლია რეგისტრაციის გარეშე მივიღო საიტის მომსახურება?

რეგისტრაციის გარეშე საიტზე მომსახურების მიღება შეუძლებელია. არარეგისტრირებულ მომხმარებელს (სტუმარს) შეუძლია მხოლოდ სურათების დათვალიერება. თუ სტუმარს გაუჩნდება კომუნიკაციის ინტერესი რომელიმე პროფილთან, მას ამის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.  

  • 14. როგორ შევიძინო სასურველი ფასიანი პაკეტი?

პაკეტის შესაძენად პროფილის გვერდზე უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი ფასიანი პაკეტი: Bronze, Silver, Gold, Diamond. ამ მომენტისთვის ჩვენ გთავაზობთ  საბანკო გადარიცხვას, თუმცა ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ პლასტიკური ბარათებით გადახდის შესაძლებლობა.

  • 15. მინდა გავაუქმო ჩემი რეგისტრაცია, საიდან შეიძლება ამის გაკეთება?

რეგისტრაციის გაუქმებისთვის შედით თქვენს პროფილში, შემდეგ  დააწკაპეთ ქვემო ნაწილში X სიმბოლოს. ამ მოქმედების შემდეგ რეგისტრაცია გაუქმდება.