პოსტები | ჭრელი ბუ

ჩვენს მომხმარებელს დღეიდან ვთავაზობთ კიდევ ერთ დამატებით უფასო სერვისს. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს უფასო პოსტების გამოქვეყნების შესაძლებლობა, რითიც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გაუზიაროს სხვა მომხმარებელს მისი აზრები და შთაბეჭდილებები. ამჯერად ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ განცხადებების გამოქვეყნებას. ისარგებლეთ ჩვენი შეთავაზებით და გამოაქვეყნეთ განცხადება უფასოდ 30 დღით.  
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენ ვიწყებთ ბედნიერების ისტორიების გამოქვეყნებას. გამოგვიგზავნეთ თქვენი ბედნიერების ისტორია ლამაზი სურათით და ჩვენ გამოვაქვეყნებთ მას ჩვენს საიტზე რუბრიკაში ბედნიერების ისტორიები.  
დრო იცვლება, ცხოვრებაც იცვლება. გაიხსნა საზღვრები, ადამიანები თავისუფლად კვეთენ საზღვრებს და მიემართებიან იქით, სადაც უკეთესი ცხოვრების იმედი აქვთ. ბევრი სასწავლებლად მიდის, ბევრი ოჯახი კი იძულებული გახდა დატოვოს საქართველო გაუსაძლისი პირობების გამო. ცხოვრება უცხოეთში თავის კვალს ტოვებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. მეზობლები და მეგობრები უცხოელებია. ნელ-ნელა იკარგება ურთიერთობები საქართველოსთან და ქართველებთან. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ყველას, ვისაც აერთიანებს საქართველო, […]
ყველაფერი იწყება ცვლილებების სურვილით. თუ თქვენ გაქვთ ეს სურვილი, თუ თქვენ ნამდვილად გინდათ ცვლილებები, თუ თქვენი ცხოვრება საჭიროებს გამოცოცხლებას და გახალისებას, მაშინ იმოქმედეთ. ჩვენ გაძლევთ ასეთი მოქმედების შესაძლებლობას. დარეგისტრირდით ჩვენთან, შედით თქვენს პროფილში, შეავსეთ პროფილის აუცილებელი ველები და ატვირთეთ თქვენი საუკეთესო სურათები. ამით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენს მხრიდან ცვლილებების მიმართულებით გაკეთებულია. თქვენი ცვლილებების განაცხადი განთავსებულია. […]